საგანმანათლებლო რესურსები
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთი საგანმანათლებლო რესურსები
ძალმომრეობა ჯერ კიდევ მეფობს ჩვენს საკლასო ოთახებში
თარიღი: 28 ივნისი 2013
ავტორი: დოქტორი კეროლ ბატაღო

ძალმომრეობა სკოლაში, თუმცაღა მის ალაგმვს განუწყვეტლივ ცდილობენ, ჯერ კიდევრჩება პრობლემად ჩვენს საკლასო ოთახებში. ბოლოდროინდელი გამოკვლევები მოწმობს, რომ ამერიკელი მოზარდების 36-40% ძალმომრეობა-დაშინების მსხვერპლია (ბორბა 2005). ამგვარი ძალადობის შეწყვეტისკენ მიმართულმა ძალისხმევამ ძალმომრეობა საშუალოდ 50%-ით შეამცირა. ოღონდ სავალალო ის გახლავთ, რომ ინტენსიური "შემეცნებითი” ანტიძალადობრივი პროგრამების შემდეგ ზოგიერთ სკოლში ძალადობრივიინციდენტების რიცხვმა ლამის15%-ითიმატა.აშკარაა, რომ ზოგი მოსწავლე, ნაცვლად იმისა, აითვისოს ძალადობის შეწყვეტა, სწავლობს უკეთეს მეთოდებს მის უკვდავსაყოფად. ეს პრობლემა ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ. დამთრგუნველი ფაქტია, ხომ?

პრობლემაში უკეთ გარკვევის მიზნით გამოვიკვლიე და გავესაუბრე 10-დან 56 წლამდე ასაკისოც ნებაყოფლობით მონაწილეს, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ამგვარი ძალადობა. ისინი ერთიმეორის მიყოლებით მომითხრობდნენ თავიანთ ისტორიებს, აღმიწერდნენ, როგორ იქცნენ სამიზნედ განსხვავებული ეთნიკური კუთვნილებისთუ სოციალ-ეკონომიკური სტატუსის, ფიზიკური მახასიათებლების (ღონიერი გოგონები, ტანმორჩილი ვაჟები, ჭარბწონიანები, ბრმები), სქესობრივი თავისებურებების (ულაყი და ზრდილი მამრი) გამო ან უბრალოდ იმ მიზეზით, რომ სკოლაში ახალგადმოსულებიიყვნენ. ძალმომრეობის ეს მსხვრპლნი ამბობდნენ, რომ თუ "პოპულარულმა” ჯგუფმა გარეულად (აუტსაიდერად) მიგიჩნია, ძალადობის რისკჯგუფში აღმოჩნდები.

მონაწილეები აგრეთვე აღწერდნენ, როგორ განიცდიდნენ ჩაგვრას არა რომელიმე ანტისოციალური ელემენტისგან, არამედ "მაგრების” პოპულარული ჯგუფიდან ამოტივტივებული ნებისმიერი ინდივიდისგან, ჯგუფური განვითარების დინამიკისდა შეუგნებელი მასწავლებლებისგან, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. მათი შეხედულება ასე შეიძლება შეჯამდეს:

"მასწავლებლები სინამდვილეში არც არაფრით გეხმარებიან... გეუბნებიან, მჩაგვრელებს ყურადღებაარ მიაქციო, მოუწოდ, შეწყვიტონ ძალადობა ან ამის შესახებ ვინმეს უთხიო, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. თუ მასწავლებელს შევჩივლე, მეუბნება, ენატანიობას თავი დაანებო და არ მიჯერებს. მასწავლებლებმა უმეტესად არც კი იციან, რა ხდება მათ გარშემო და გაუგებარია რატომ, მაგრამ, ჩვეულებრივ, პოპულარულ ჯგუფს ემხრობიან. თავად მიწევს საკუთარი თავის დაცვა... უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ თვითონვე ვიქცევი მოძალადედ”.

ეთილსინდისიერი პედაგოგი ვარ და ასეთივე შეგნებული და თავდადებული კოლეგები მახვევია გარ, ამიტომაც გაოცებული დავრჩი იმის გაგებით, რამდენ მსხვერპლ მიჩნია მასწავლებლები ძალმომრეობის ნაწილად. ნუთუ ათწლეულების განმავლობაში ამაოდ ვნერგავთ კარგად გამოკვლეულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რათა შემცირდეს რასობრივი და ეთნიკური ცრურწმენები, დამკვიდრდეს შემწყნარებლური დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ, ამოიძირკვოს "დაჩმორება” და წახალისდეს კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემა?ნუთუ ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს საკლასო ოთახებში? მთლად ისე თვალშისაცემად, ალბათ, აღარ, რადგან მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ არ უნდა იყვნენ რასისტები და სექსისტები მასწავლებლებისა და "სანაქებო” მოსწავლეების თანდასწრებით, მაგრამ დერეფნებსა და სათამაშო მოედნებზე სულ სხვაგვარადაა საქმე. ბევრი მკვლევარი მიუთითებს, რომ ძალმომრეობრივი ინციდენტების 80% მასწავლებლისგან სამი მეტრის რადიუსში ხდება, ოღონდ მის ზურგს უკან. ცდასა და ძალისხმევას არ ვაკლებთ, შედეგი კი მინიმალურია. რა უნდა შევცვალოთ? რას ვერ ვაკეთებთ?

ჩემი კვლევის მონაწილეები უკლებლივ აღნიშნავენ, რომ საკლასო ოთახის ჯგუფური დინამიკა არის ძალადობის დაბადების ადგილი. თუკი ვერ მოერგე დაალღო ვერაუღე პოპულარულიჯგუფის მოთხოვნებს ან ვერ გაამართლე მასწავლებლისიმედ, შეურაცხყოფისა და დამცირების ობიექტად იქცევი. თუკი მასწავლებელმა საჯაროდ გამოხატა შენითიმედგაცრუება და ზურგგაქცია,ორმაგად მოწყვლადი შეიქმნები - პოპულარული ჯგუფი მოსვენებას აღარ მოგცემს, ათას რამეს დაგაბრალებენ და მასწავლებელთან დაგასმენენ, ისიც დაუჯერებსდა ამჯერად არა მხოლოდ აუტსაიდერად, არამედ წესრიგის დამრღვევადაც ჩაითვლები.

ეს მაგონებს საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის საყოველთაოდ დამკვიდრებულ პრინციპს, რომელსაც ფუნდამენტური ატრიბუციის ცდომილება ეწოდება და ამტკიცებს სიტუაციური ფაქტორების გადამწყვეტ მნიშვნელობას ქცევასთან მიმართებით.

უტოვებს კი მასწავლებელს დროს გადატვირთული სასწავლო განრიგი "სიტუაციური ფაქტორების" შესაფასებლად? ჩვენ ხშირად ავტომატურად ვიწყებთ მეგობრობის დამამკვიდრებელი უნარების სწავლებას რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდებისთვის და მივიჩნევთ, რომ მათ აქვთ პირად საზოგადოებრივუნარების დეფიციტი, მაგრამ იქნებ ყურადღების მიღმა გვრჩება ორმხრივი ურთიერთპატივისცემისა და საზოგადოებრივი განსწავლულობის საკითხი, რაც სწორედ მეორე ადამიანის გაგების უნარსა და განსხვავებულობის პატივისცემას ემყარება?

თუკი ძალმომრეობას ერთგვარ თამაშად მივიჩნევთ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს რიგითობის წესრიგის დამკვიდრებასა და შენარჩუნებას, სოციალური სტატუსისა და იერარქიის განსაზღვრას ჯგუფის შიგნით, მაშინ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩაგვრა - ძალმომრეობის შესაძლებლობა, იქნებ ჯობდეს, უკან დავიხიოთ და უფრო ფართო პლანით დავინახოთ ეს სურათი. რაღაც დონეზე ძალაუფლებისთვის ძიძგილაობა გარდაუვალიცაა ჩვენს კონკრეტულ, შეჯიბრებითობაზე დამყარებულ კულტურაში, მაგრამ შეზღუდული თვალსაწიერი, რომლითაც აგრესიული ქმედებებით დაკავებულ ცალკეულ მოძალადეებს ვხედავთ, გვაიძულებს, ფოკუსირება მოვახდინოთ სიმპტომურ ქცევებზე და ამასობაში მხედველობიდან გვრჩება კონტექსტი, რომელიც ხელს უწყობს ძალმომრეობის წახალისებას.

კრიმინალური დაჯგუფებების პრევენციისკენ მიმართულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა (ხომ არ მივიჩნიოთ ისინი სასკოლო ძალადობის დამამთავრებელ კურსად?) ცხადყო, რომ გენგების (კრიმინალური დაჯგუფებების) აქტივობის პრევენციის ან შეზღუდვის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა არ არსებობს და ამან საინტერესო დასკვნამდეც მიგვიყვანა.

პრევენციული ზომები, რომლებიც ფოკუსირებულია ცალკეულ ინდივიდებზე, ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მიზეზების აღმოფხვრას. აუცილებელია მრავალმხრივი მიდგომა, რომლის სამიზნესაც წარმოადგენს როგორც ცალკეული ახალგაზრდა, ისე თანატოლთა ჯგუფები, ოჯახები და საზოგადოება (სებენსენი 2000).

იქნებ ამავე პრინციპებით უნდა მივუდგეთ ძალადობის უფრო მცირემასშტაბიან გამოვლინებებსაც - ცალკეულ უსაქციელო მოსწავლეებზე კონცენტრირებული პრევენციული ზომები და სტანდარტული მიდგომები (როგორიცაა, ვთქვათ, "ნულოვანი ტოლერანტობა”) უშედეგო აღმოჩნდება სასკოლო ძალადობის შემცირების კუთხით, რადგან ეს სტრატეგია არ არის მიმართული ძალადობის მიზეზთა აღმოფხვრისკენ. საჭიროა შევიმუშაოთ მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც მიმართული იქნება ცალკეული მოსწავლეების მიერ თვითმიღებისა და სოციალური უნარების ათვისებისკენ და იმავდროულად მოიცავს ჯგუფურ დინამიკასა და განსხვავებულობის პატივისცემას, აგრეთვე მასწავლებლის, როგორც ლიდერისა და ხელმძღვანელის სტილსა და საკლასო/სასკოლო კულტურას.

თუმცა ოძალადეებად ცალკეულიადამიანები მოიაზრებიან, ძალადობრივი ქმედება ორი ადამიანის ურთიერთქმედებას გულისხმობს და ძალადობრივი ქცევაც სწორედ ურთიერთობის კონტექსტში ვლინდება. შეგვიძლია განვაგრძოთ იმავე პრინციპებით მოქმედება, მაგრამ საჭიროა სწორდ შევაფასოთ, რატომ არიან ამაში ჩართული სწორედ ეს კონკრეტული მოსწავლეები. იქნებ მკურნალობა ნაკლებად მივმართქცევისკენ (გამოვლინებისკენ, სიმპტომებისკენ) და უფრო მეტად - ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნისკენ (დამოკიდებულებებისკენ) - საკუთარი თავისპატივისცემა, სხვების პატივისცემა, რაც იმისშეგნებასაც მოიცავს, რომ პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობების დამკვიდრება არის სოციალური გარემოს ვაქცინაცია ძალმომრეობის წინააღმდეგ.

საკუთარი თავის პატივისცემა გულისხმობს შენი შესაძლებლობებისა და ნაკლის სწორ შეფასებას - არა თვითდაფასებას, არამედ ერთგვარად საკუთარი თავის მიღებას და იმის რწმენას, რომ მისაღები ხარ ისეთი, როგორიც ხარ. ადეკვატურობის ამგვარ გრძნობასთან ერთად იმის გაგებაცაა საჭირო, რომ სრულყოფილი ვერასოდეს იქნები და არც არავინაა ასეთი; რომ ყველანიმხოლოდ მივისწრაფით იმისკენ, რომ გავხდეთ საუკეთესო ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. საკუთარი თავისადმი ამგვარი დამოკიდებულება და გონივრული იმედები თავდაჯერებით აღგვჭურვავს და დაგვიცავს მეტსახელებით გამოჯავრებისას, რათა აღარ ავყვეთ სამაგიეროს გადახდის სურვილს, რომლითაც ასედასნებოვნებული ჩვენი საკლასო ოთახები. თუკი ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან, ისეთთან, როგორიც ვარ, მაშინ შეურაცხმყოფელი მეტსახელები და საზოგადოებრივი აგრესია თითქმის ვერაფერს დამაკლებს, მე შევძლებ ამის იგნორირებას და შევინარჩუნებ ღირსებას.

დამამცირებელი მეტსახელებით გამოჯავრება და ძალმომრეობით გამოხატული სოციალური შეურაცხყოფა პიროვნული არაადეკვატურობის გრძნობიდან იღებს სათავეს, მაგრამ სხვებისკენაა მიმართულიდა, ამდენად, ურთიერთდამოკიდებულების პრობლემა ხდება. იგი გულისხმობს სოციალური სტატუსისა და იერარქიის საკითხს "მე შენზე უკეთესი ვარ”. დასჯა ხშირად წარმოშობს სამაგიეროს მიგების წყურვილს და სხვების პატივისცემასსულაც არ უწყობს ხელს ("მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა ენის მიტანა”). ამდენად, ძალმომრეობის დასამარცხებლად საჭიროა გულისყურით მოსმენა, რადგან "ჯერ შენ უნდა გაუგო სხვას, რომ მერე სხვებმა გაგიგონ”. განსხვავებულობის პატივისცემა იმის გათავისებას გულისხმობს, რომ, ერთი მხრივ, ყველანი ერთნაირები ვართ, მაგრამ, მეორე მხრივ, ყოველი ჩვენგანი თავისებურად უნიკალური და განსხვავებულია. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აღმოფხვრის ძალმომრეობას საკლასო ოთახებში.

შეიძლება თუ არა მასწავლებლის ლიდერულმა მანერამ საკლასო ოთახში გავლენა მოახდინოს იმავე საკლასო ოთახში ჯგუფურ დინამიკასა და მოსწავლეთა ქცევაზე? ხელს უწყობს თუ არა მართვის ავტორიტარული სტილი მოსწავლეებში მბრძანებლური,შეურაცხმყოფელი ქცევის წახალისებას? წარმოშობს თუ არა სწავლის კონკურენტული გარემო გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს აკადემიური იერარქიული სტატუსისათვის ბრძოლაში? ხომ არ არის ძალმომრეობა ის "თუთიყუში მაღაროში”, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ჩვენს სასწავლო გარემოში რაღაც ყარს? ვითომ ასეა?

ლიდერობა ერთ დროს კუნთებს გულისხმობდა - "ვისაც ღონე ერჩის, მართალიც ისაა”. მაგრამ დღესდღეობით ლიდერის ცნება გულისხმობს სოციალურ გამჭრიახობას: ეფექტური წინამძღოლობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რამდენად კარგად ახერხებს ლიდერი ადამიანებთან ურთიერთობას. ადვილია მეგობრული ურთიერთობა იმ ადამიანებთან ან მოსწავლეებთან, რომლებიც მოგვწონს, რომლებიც ჩვენნაირები არიან, რომლებიც არ გვეურჩებიან, რომლებიც აფასებენ ჩვენს ამაგს მათ მიმართ და რომლებიც მზად არიან ჩვენმითითებებშესასრულებლად, მაგრამ როგორმოვექცეთ იმ მოსწავლეს, რომელიც არ მოგვწონს (რადგან გვაგონებსჩვენთვის უსიამო ადამიანს), რომელიც განსხვავდება ჩვენგან ინტერესებით, შესაძლებლობებით, ენერგიულობის დონით და პიროვნულად, რომელიც გვიკირკიტებს და გვეკამათება, რომელიც არად აგდებს ჩვენს ამაგს და რომელიც განზრახ თუ უნებლიეთ არ ან ვერ ასრულებს ჩვენს მითითებებს. როგორ მოვექცეთ ასეთ მოსწავლეებს?

როცა კლასის მასწავლებელი პატივისცემის ენაზე სოციალური გონიერებით უპასუხებს კლასის განტევების ვაცს, მაგრამ არაფერს თმობს, ამითის აჩვენებს მის თანაკლასელებს, როგორ შეიძლება გამოხატო გაღიზიანება და გააფთრება ღირსეულად. ჩვენ არამც და არამც არმოგვეთხოვება ვიყოთ სრულყოფილები, გულში ისევე ჩავიკრათ ასეთი მოსწავლეები, როგორიც ისინი, რომლებსაც მოვწონვართ, წყნარად სხედან, მითითებებს ასრულებენ და კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა პატივისცემის ენაზე.

თუ მოგვეთხოვება სოციალური გამჭრიახობის წარმატებით სწავლება,და სწორედ ეს შეადგენს პიროვნული განათლების პროგრამის ნაწილს, საჭიროა, ჩვენ თვითონ, საკუთარი ქცევით ვაჩვენოთ ამის მაგალითი. მოჰანდაგანდის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ერთი უნცია პრაქტიკა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ერთი ტონა ქადაგება... ჩვენ თავად უნდა ვიქცეთ იმ ცვლილებად, რის ხილვასაც ვესწრაფით”.

თუ გვინდა, ურთიერთპატივისცემა დამკვიდრდეს ჩვენს საკლასო ოთახებში, თავად უნდა დავიწყოთ იმით, რომ ინდივიდუალური კულტურების მიღმა გავიხედოთ და შევქმნათ ამ ოთახებში ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის გარემო. ცხადია, სოციალურ გონიერებაზე დაფუძნებული ქცევის მაგალითის ჩვენება გაცილებით ეფექტური იქნება და ნაკლებ სასწავლო დროსაც წაგვართმევს, ვიდრე ამჟამად მოქმედი "პიროვნული დაგეგმვის” ანტიძალდობრივი პროგრამა, რომელიც ამდენ სასწავლო დროს გვართმევს და ასეთ შეზღუდულ შედეგს იძლევა. ჩვენ რახანია ბეჯითად ვმუშაობთ ძალმომრეობის დასამარცხებლად. იქნებ დროა, ვიმუშაოთ გონივრულადც და ჩვენ თვითონ "ვიქცეთ იმ ცვლილებად”, რომლის ხილვასაც ვესწრაფით ჩვენს საკლასო ოთახებში. იქნებ მაშინ შეისხას ხორცი ჩვენმა ოცნება ჯანსაღი სკოლების განვითარების თაობაზე.

თარგმნა მზია ტუღუშმა