ბიბლიოთეკა
თქვენ იმყოფებით:  სამასწავლებლო ბიბლიოთეკა
ცხოვრების ჯანსაღი წესი და უსაფრთხო ქცევა
თარიღი: 21 მაისი 2012

დამხმარე სახელმძღვანელო ბიოლოგიისა და სპორტის მასწავლებლებისათვის

ვრცლად


_____________________________________________

კითხვის ეფექტური მეთოდები 2 (სასწავლო-მეთოდური ფილმი და მისი გზამკვლევი)



”კითხვის ეფექტური მეთოდები 2” (ფილმი და მისი გზამკვლევი) აერთიანებს კითხვის უნარების განმავითარებელ 4 მეთოდს და ერთ აქტივობას/მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის შემოქმედებითად ორგანიზებას. ფილმში წარმოდგენილია ე.წ. მუშა, სამუშაო გაკვეთილები, რომელიც ნათლად აჩვენებს მეთოდის სტრუქტურას და განხორციელების საფეხურებს, ხოლო გზამკვლევში მოცემული თეორიული მასალა წარმოდგენს ამა თუ იმ მეთოდის კონცეფციას.

ფილმი და გზამკვლევი დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაში. მოცემული რესურსის გამოყენება მასწავლებელს შეუძლია როგორც ინდივიდუალური მუშაობისას, ასევე, იგი წარმოადგენს ეფექტურ სატრენინგო მასალას.



სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი

სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი შეიქმნა სკოლის დირექტორების დასახმარებლად, რათა დირექტორმა მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ერთად შეძლოს, სკოლა წარმატებული გახადოს. სახელმძღვანელოში განხილულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები. დირექტორებს ვთავაზობთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სკოლის ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების მიზანმიმართული გამოყენებისათვის, როგორ გახდეს სკოლა სწავლისა და მუშაობისათვის უსაფრთხო. სახელმძღვანელოში სკოლის დირექტორებს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია, როგორ შეადგინონ სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და როგორ განახორციელონ ამ გეგმის მონიტორინგი; ასევე როგორ მოიძიონ და დაასაქმონ სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრები და იზრუნონ მათ პროფესიულ განვითარებაზე. სახელმძღვანელოში გაეცნობით ასევე რეკომენდაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების შესამუშავებლად.

 

_____________________________________________________

გამოვიდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზამკვლევი



_______________________________________________________


დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის. სახელმძღვანელო მოიცავს სკოლის დირექტორის სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებსა თუ კომპეტენციებს და წარმოადგენს სტანდარტის გზამკვლევს.

 

სახელმძღვანელო დაეხმარება სკოლის დირექტორებს სკოლის ეფექტურად მართვასა თუ სერტიფიცირებისთვის მზადებაში. თითოეული თავის ბოლოს წარმოდგენილი სიტუაციური მაგალითები ხელს შეუწყობს წიგნში განხილული საკითხების პრაქტიკაში დანერგვასა და განხორციელებას.
 
_______________________________________________________________


მენტორის სახელმძღვანელომაძიებლის სახელმძღვანელო




_________________________________________________________________

მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო (სამტომეული)

განვითარებისა და სწავლების თეორიები




სწავლება და შეფასება სასწავლო და პროფესიული გარემო



__________________________________________________________

 

  • ეფექტური სწავლება სკოლაში – რ. მარზანო;
  • პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი – ჯ. თერნბული;
  • ინტერკულტურული განათლება;
  • მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო;
  • ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში;
  • მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო;
  • რა განაპირობებს სკოლის ეფექტურობას (ფილმი და სახელმძღვანელო);
  • კლასის მართვა (ფილმი და სახელმძღვანელო);
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
  • ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები მასწავლებლებისთვის
  • სტატიები განათლების საკითხებზე
  • ”კითხვის ეფექტური მეთოდები”გზამკვლევი



  • ____________________________________________________________